თბილისში ახალგაზრდა კაცს ეძებენ

გამოქვეყნდა:

თბილისში ახალგაზრდა კაცს ეძებენ - ინფორმაციას მისი ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ. აკაკი გიორგაძე სახლიდან 30 აგვისტოს დილით გავიდა და მას შემდეგ, მისი ადგილსამყოფელი უცნობია:

"იძებნება აკაკი გიორგაძე, სავარაუდოდ, დღეს დილით 11 საათის შემდეგ გავიდა სახლიდან (ნუცუბიძის მე-4 პლატო) და არ დაბრუნებულა. ტელეფონი გათიშული აქვს, ვერ ვპოულობთ ვერსად. 

გთხოვთ, თუ ვინმეს  გქონდათ მასთან კომუნიკაცია, ან ნახეთ სადმე მომწერეთ მე ან სოფო გიორგაძეს.

სავარაუდოდ ეცვა თეთრი პერანგი და ჯინსის შარვალი," - წერს მისი ახლობელი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი