ბიუჯეტიდან გახარჯული დიდი ფული და მიტოვებული მოსახლეობა - ხაშურში, სოფელ ვაყაში, უკვე მეექვსე დღეა, ერთ-ერთი დასახლება ორად არის გაყოფილი. გზა, რომლის რეაბილიტაიაზეც ბიუჯეტიდან თითქმის ნახევარი მილიონი ლარი დაიხარჯა, კვლავ დაზიანებულია, მის აღდგენას კი ადგილობრივი მთავრობა არ ჩქარობს. მოსახლეობა შექმნილ პრობლემებთან ერთად, მოსალოდნელ სააფრთხეზე საუბრობს და დახმარებას ითხოვს.