შუქრუთელების პროტესტი "ჯორჯიან მანგანეზის" წინააღმდეგ | აქციის სამმა მონაწილემ პირი ამოიკერა

გამოქვეყნდა:

ჭიათურაში, სოფელ შუქრუთის სამმა მცხოვრებმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა. აქციის მონაწილეები "ჯორჯიან მანგანეზის" საქმიანობას აპროტესტებენ.

სოფლის მცხოვრებლების თქმით, უკვე წლებია რაც კომპანია მათ საცხოვრებელ სახლებთან მანგანუმს მოიპოვებს, რის გამოც მათი შენობები დაზიანდა და საცხოვრებლად უვარგისი გახდა. მათივე განცხადებით, ხელისუფლებას დახმარება არაერთხელ სთხოვეს, თუმცა უშედეგოდ.

შეგახსენებთ, რომ სოფელ შუქრუთში "ჯორჯიან მანგანეზის" საქმიანობის წინააღმდეგ აქცია 173-ე დღეა უწყვეტად მიმდინარეობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი