"თითქმის 6 თვეა აქ ვართ, არავინ ჩვენი მომკითხავი არ არის, არა კომპანიიდან, არა სახელმწიფოდან" | შუქრუთელების პროტესტი გრძელდება

გამოქვეყნდა:

ჭიათურაში, სოფელ შუქრუთში 175 დღეა უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს. გუშინ, პირველ სექტემბერს, სოფელ შუქრუთში სამმა ადამიანმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და პირი ამოიკერა. ათამდე ადგილობრივი შიმშილობს. 

დაზარალებულები ამბობენ, რომ "ჯორჯიან მანგანეზი" მათი სოფლის ქვეშ მანგანუმს მოიპოვებდა, რის გამოც დაიბზარა სახლები, დაიმწყრა საცხოვრებელი ტერიტორია, ცხოვრება ადგილზე გაუსაძლისი გახდა. სოფელში მცხოვრებლები ზარალის ადეკვატურ კომპენსაციას ითხოვენ და აცხადებენ, რომ თუ პრობლემის მოგვარებაში სახელმწიფო არ ჩაერთვება, კომპანიას არ ექნება შესაბამისი რეაგირება, უახლოეს დღეებში პროტესტის უკიდურეს ფორმას ქალებიც მიმართავენ.

"6 თვეა აქ ვართ თითქმის, 13-ში გახდება 6 თვე და ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩავვარდით. არავინ ჩვენი მომკითხავი არ არის, არა კომპანიიდან, არა სახელმწიფოდან, ნუთუ ჩვენ ამ ქვეყნის შვილები არ ვართ, რომ მოგვექცეს ყურადღება. ეს ხალხი, სულელები ხომ არ ვართ, აქ რომ ვსხედვართ და ვართ ასეთ დღეში. ამიტომ გადავწყვიტეთ ახლა ეს უკიდურესი ფორმა, შიმშილობა და პირის ამოკერვა, რამდენიმემ ამოიკერა პირი და ერთი წუთით არ დავფიქრდები, რამდენიმე დღეში ამოვიკერავ პირს, სიკვდილიც რომ მომიწიოს, აქ მოვკვდები ისეთ დღეში ვარ", - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

 

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი