ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა | დაღუპულია 2 ადამიანი

გამოქვეყნდა:

თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - დაღუპულია 2 მუშა. ინფორმაცია "მთავარ არხს" შსს-მ დაუდასტურა.

მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი ინფორმაციით, მატარებლის მგზავრებს შორის არავინ დაშავებულა. 

მატარებელი ავარიულად არის გაჩერებული და მგზავრებს გარეთ გამოსვლის საშუალება ჯერ არ აქვთ. შემთხვევა დიდუბის ტერიტორიაზე მოხდა. 

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

განახლება: მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 275 -ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი