სარკინიგზო შემთხვევის გამო, 17:00 საათიანი თბილისი-ბათუმის რეისი გაუქმდა

გამოქვეყნდა:

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, დღევანდელი შემთხვევის გამო, 17:00 საათიანი თბილისი-ბათუმის რეისი გაუქმდა.

"ძვირფასო მგზავრებო, მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო, 17:00 საათიანი თბილისი-ბათუმის რეისი გაუქმდა.

საქართველოს რკინიგზა მგზავრებს გაუქმებული რეისის ბილეთის თანხას აუნაზღაურებს. 
კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის" ნათქვამია რკინიგზის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, ბათუმიდან მომავალი სამგზავრო მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა, რის შედეგადაც 2 ადამიანი ადგილზე დაიღუპა. ორივე მათგანი საქართველოს რკინიგზის თანამშრომელია.

ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. სარკინიგზო შემთხვევის შედეგად დაზიანებული მატარებლიდან მგზავრები გამოჰყავთ. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი