ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე საგზაო მოძრაობა დილამდე შეიზღუდება

გამოქვეყნდა:

ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე საგზაო მოძრაობა დილამდე შეიზღუდება - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

"ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე არსებული გარე განათების ქსელის განახლება მიმდინარეობს. სამონტაჟო სამუშაოების გამო, საგზაო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება 4 სექტემბრის 00:00-06:00 საათებში.

გზა არ გადაიკეტება ერთდროულად ორივე მიმართულებით, მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება. გარე
განათების სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს", - წერს მერია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი