უკანონო დავალებების გამო, პოლიციელები შსს-ს ტოვებენ | კრიმპოლის ჯერ კიდევ მოქმედი თანამშრომლები ბრიტანეთში თავშესაფრის მიღებას ელოდებიან

გამოქვეყნდა:

პოლიციელები ღიად საუბრობენ, რომ უწყებიდან გამოცდილი კადრების გადინება არ წყდება. "მთავარ არხს" შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯერ კიდევ მოქმედი თანამშრომელი დაუკავშირდა და ანონიმურობის დაცვის გარანტიით პოლიციიდან ემიგრაციაში წასვლის მიზეზებზე ღიად ესაუბრა.

კრიმინალური პოლიციის ერთ-ერთი სამმართველოს პოლიციელი "მთავარ არხს" გაერთიანებული სამეფოდან დაუკავშირდა. ამბავს, რომელსაც ჯერ კიდევ მოქმედი პოლიციელი გვიყვება, შს სამინისტრო წლებია მალავს. ჩვენი რესპონდენტი, რომელის ვინაობასაც არ ვასახელებთ, ამბობს, რომ გომელაურის უწყებას წლებია თანამშრომლები მასობრივად ტოვებენ. ახლაც, რამდენიმე დღის წინ მხოლოდ ერთი ქალაქიდან დიდ ბრიტანეთში პოლიციის სამი თანამშრომელი ჩავიდა. ახლა ისინი საემიგრაციო სამსახურში იმყოფებიან და თავშესაფრის მიღებას ელიან. 

მიზეზი, რის გამოც პოლიციელები შს სამინისტროს მასობრივად ტოვებენ, ის უკანონო დავალებებია, რომელთა შესრულებასაც მინისტრი და უშუალო ხელმძღვანელები ავალებენ, მაგალითად არჩევნებზე ხალხის მიყვანა, ან აქციებზე ნათესავებისა და ხალხის მობილიზება. ბოლო დავალება, აპრილის "ქართული ოცნების" აქციას ეხებოდა, როცა ბიძინა ივანიშვილმა რუსთაველზე რუსული კანონის მოწინააღმდეგე ხალხს კონტრაქცია მოუწყო.  

კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი იმასაც ყვება, რომ ბევრ პოლიციელს რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებზე ხალხის დასარბევად მუშაობა არ უნდოდა, მაგრამ პოლიციელებსაც და სპეცრაზმელებსაც ემუქრებოდნენ, რომ მაშინ სხვა ზომებს მიიღებდნენ და ეს მათ ოჯახებსაც შეეხებოდა...

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი