ბორჯომის ხეობაში, დაბა ახალდაბის მიმდებარედ, ტყეში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. ცეცხლის ქრობის პროცესში 150-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი და 4 ვერტმფრენი იყო ჩართული.