ეკონომიკურ პრობლემებს უმწვავესად გრძნობენ სტუდენტები. ახალგაზრდები, რომლებიც თბილისში რეგიონებიდან ჩამოდიან ხშირ შემთხვევაში არანორმალურ რეჟიმში ცხოვრობენ. საცხოვრებლის ქირის, კომუნალური ხარჯებისა და სხვა საჭიროებების დასაკმაყოფილებლად ახალგაზრდები უმძიმეს პირობებში მუშაობენ რაც პირდაპირ მოქმედებს სწავლის ხარისხზე.
ავტორი: ნინო ჟიჟიაშვილი