ჭიათურაში “ჯორჯიან მანგანეზმა” პროტესტში მონაწილე რამდენიმე თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა

გამოქვეყნდა:

ჭიათურაში, კომპანია “ჯორჯიან მანგანეზიდან” რამდენიმე თანამშრომელი გაათავისუფლეს.

გათავისუფლებულების თქმით, ისინი სოფელ შუქრუთში უწყვეტ პროტესტში მონაწილეობდნენ და კომპანიის ადმინისტრაციამ მოსთხოვათ, რომ აქციებში მონაწილეობა აღარ მიეღოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში სამსახურს დაკარგავდნენ.

ისინი კომპანიის მოთხოვნას არ დაემორჩილნენ და “ჯორჯიან მანგანეზისგან” სამსახურებიდან გათავისუფლების ბრძანებები მიიღეს.

მოსახლეობა კომპანია GM-ისგან დანგრეული სახლებისა და განადგურებული გარემოსთვის სამართლიან კომპენსაციის მოთხოვნით 180 დღეა, უწყვეტ პროტესტს მართავს. რამდენიმე ადგილობრივმა პირი ამოიკერა, ნაწილი კი შიმშილობს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი