ზუგდიდში შენობიდან მუშა ჩამოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

ზუგდიდში, მაღალსართულიანი კორპუსიდან მუშა ჩამოვარდა. ის სასწრაფო დახმარების ჯგუფს ადგილზე გარდაცვლილი დახვდა.

50-წლამდე კაცი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ინციდენტის დროს, ის შენობის ფასადის მოპირკეთების სამუშაოებს ასრულებდა.

ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. ცხედარს რეფერალური საავადმყოფოდან ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენებენ.

ავტორი: ემა გოგოხია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი