ოლიგარქის შეუსრულებელი დაპირებები 12 წლისაა | მოტყუებული ხალხი მაშინ და ახლა

გამოქვეყნდა:

12 წლის წინ სოფელ ვაჩნაძიანში ბიძინა ივანიშვილი სწორედ მაშინ ჩავიდა, როცა ადგილობრივებს ყველაზე მეტად უჭირდათ, მაშინ გლეხებს მოსავალი დაესეტყვათ, მთავარი პირობაც ზარალის ანაზღაურებას უკავშირდებოდა. აქ ბიძინა ივანიშვილიც კარგად ახსოვთ და მისი დაპირებებიც, რომელიც 12 წლის შემდეგაც არ შეუსრულებია.

დაპირება გასცა, მაგრამ მის შესასრულებლად გაცემული თანხა დაზარალებულამდე არ მისულა, არა ნაციონალური მოძრაობის გამო, არამედ იმიტომ, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა თანხა უკან დაიბრუნა.

მეორე დაპირება, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა კახელებს მისცა ყურძნის ფასს უკავშირდებოდა.
გავიდა 12 წელი, ყურძენი კი დღესაც ლარი ღირს, განსხვავება ისაა, რომ ახლა მოსავლის ჩაბარების შემდეგ აღებული თანხა წლიდან წლამდე ვენახის მოვლისთვისაც კი აღარ კმარა.

იყო ისეთი პირობებიც, რომლებიც არა მხოლოდ კონკრეტულ სოფელს ან რეგიონს, არამედ მთელი ქვეყნის აღმშენებლობას შეეხებოდა...

"ქართული ოცნების" დაპირებები უკვე 12 წლისაა, არცერთი მათგანი რეალობად არ ქცეულა, ოლიგარქი ისევ იტყუება, ამასობაში კი უფრო და უფრო მეტად უჭირს ხალხს.

ავტორი: ნინო ჟიჟიაშვილი

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი