საქართველოს პრეზიდენტი ეროვნულ ნაკრებს ჩეხეთთან თამაშში, რესპუბლიკის მოედნიდან გულშემატკივრობს. სალომე ზურაბიშვილმა ცოტა ხნის წინ დააანონსა, რომ 13 სექტემბერს, ორბელიანების სასახლეში ოლიმპიელების და პარალიმპიელების დაჯილდოების სახალხო ღონისძიება გაიმართება, რომელზეც მოქალაქეებიც დაპატაიჟა:
"ყველასთვის არ იყო იქ [სტადიონზე] ადგილი, ბევრი ხალხი გარეთ დარჩა. პრეზიდენტი ხალხთან არის.
ვისარგებლებ იმითი რომ ყველანი აქ ხართ. 13 სექტემბერს, ორბელიანის სასახლეში, სახალხო ღონისძიება იქნება, ხალხთან ერთად დაველოდებით ჩვენს ოლიმპიელებს და პარალიმპიელებს, დაჯილდოების ცერემონია იქნება. ყველას გელოდებით." - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.