2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოში 52 ადამიანი დაიკარგა | ნაპოვნია 27, მათ შორის 4 გარდაცვლილი
2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოში 52 ადამიანი დაიკარგა, მათგან 27 მოიძებნა, მათ შორის 4 გარდაცვლილი, მოსაძებნი დარჩა 25. ამის შესახებ შსს-ს სტატისტიკიდან ხდება ცნობილი.
ყველაზე მეტი ადამიანი თბილისსა (19) და სამეგრელო-ზემო სვანეთში (10) დაიკარგა.
2024 წელს დაკარგულებს შორის ყველაზე მეტი 25-45 ასაკობრივ ჯგუფშია ( დაიკარგა 21 პირი, მოიძებნა 12, ნაპოვნია გარდაცვლილი 1). რაც შეეხება არასრულწლოვანთა სტატისტიკას იანვარი-ივნისის პერიოდში დაიკარგა 18 წლამდე ასაკის 7 ადამიანი, მათ შორის 4-ის პოვნა მოხერხდა.
ბოლო 50 წელში დაკარგულთა 66% კაცია, 34% ქალი. 1973 წლიდან დღემდე მოსაძებნის სტატუსი აქვს 1020 ადამიანს.
ავტორი: ნინო ზედგენიძე
იხილეთ ასევე
2023 წელს უგზო-უკვლოდ 149 ადამიანი დაიკარგა, 16 გარდაცვლილი იპოვეს, 60 კვლავ დაკარგულად ითვლება