ბათუმში ე.წ. "ბენზეს ხიდის" გაფართოების სამუშაოები დაიწყო

გამოქვეყნდა:

ბათუმში ე.წ. "ბენზეს ხიდის" გაფართოების სამუშაოები დაიწყო - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა ბათუმელები ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ხიდის გაფართოების პროექტის ღირებულება 210 000 ლარია. მის დავიწროებაში კი 2 წლის წინ 2 მილიონამდე ლარი დაიხარჯა. თუმცა დავიწროებამ ხიდზე უწყვეტი საცობი გამოიწვია, რამაც მოქალაქეებისთვის დისკომფორტი შექმნა. 

მერიის ინფორმაციით, ხიდის გაფართოების სამუშაოები წლის ბოლოს უნდა დასრულდეს. მათივე ინფორმაციით, „ხიდის რეკონსტრუქციის მიმდინარეობისას საავტომობილო მოძრაობა არ შეიზღუდება“.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი