"მთავარი არხი" ხუთი წლისაა. ამ ხუთი წლის განმავლობაში იყო ურთულესი გამოწვევები, ზეწოლა ხელისუფლების მხრიდან და დამფუძნებლის პოლიტიკური პატიმრობა - თუმცა ჩვენი გუნდი არასოდეს დანებებულა და არც მომავალში აპირებს.
დღეს, როგორც არასოდეს, ჩვენ ვართ ძლიერები და თქვენთან, ჩვენს ძვირფას მაყურებელთან ერთად ვაგრძელებთ ბრძოლას იმისათვის, რომ საქართველო იყოს თავისუფალი ქვეყანა, სადაც არ იჭერენ საკუთარი აზრის გამოხატვისთვის, არ დევნიან სამშობლოს სიყვარულისთვის და არ ესხმიან თავს პოლიტიკური ოპონირებისთვის. ვაგრძელებთ ბრძოლას, რომ ქვეყანამ საბოლოოდ მიაღწიოს ისტორიულ მიზანს და გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი.
ვულოცავთ ყველა მთავარ არხელს, ვინც იყო და არის ამ არხის ნაწილი და მადლობა ჩვენს მაყურებელს თანადგომისა და ნდობისთვის, რომელიც ხუთი წლის წინ გამოგვიცხადეთ და დღემდე ჩვენთან ერთად ხართ. მთავარი ხართ თქვენ!