რუსული უნივერსიტეტი თბილისში, ილიას ბაღში დახურულ ღონისძიებას მართავს. "გრინდ უნივერსითის" კორპორატიული საღამოს სტუმრები ძირითადად რუსეთის მოქალაქეები არიან, რომლებსაც საუბარ არ სურთ და არ პასუხობენ შეკითხვებს.
ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას აპროტესტებენ რიგითი მოქალაქეები და აქციას მართავენ.
დაცვის სამსახურის წევრები მედიას ღონისძიების შიდა ტერიტორიაზე მისვლის საშუალებას არ აძლევენ.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, რუსული უნივერსიტეტის დამფუძნებელი რუსეთის მოქალაქე არსენ მარკარიანია
"მთავარი" განათლების სამინისტროს დაუკავშირდა. როგორც პრესსამსახურში აცხადებენ, რომ აღნიშნულ დაწესებულებას ავტოროზაციის გავლის მიზნით სსიპ- განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისთვის არასდროს არ მიუმართავს და არ აქვს უფლება საქართველოს ტერიტორიაზე განახორციელოს უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობა:
"საქართველოს ტერიტორიაზე, ავტორიზაციის გავლის გარეშე დაუშვებელია საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება. აღნიშნულ დაწესებულებას ავტოროზაციის გავლის მიზნით სსიპ- განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისთვის არასდროს არ მოუმართავს. შესაბამისად აღნიშნულ დაწესებულებას არა აქვს უფლება საქართველოს ტერიტორიაზე განახორციელოს უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობა." აცხადებს განათლების სამინისტრო.
ხოლო ტერიტორიაზე მდებარე რესტორნის მეპატრონე, სადაც ღონისძიება იმართება, ამბობს, რომ ღონისძიებას რუსულთან და რუსეთთან კავშირი არ აქვს და "გრინდ უნივერსითი" ონლაინ კურსებს ატარებს.