გელათი განადგურების საფრთხის წინაშე | მთავრობა სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილ თანხას ზრდის

გამოქვეყნდა:

სახელმწიფო ბიუჯეტიდან გელათის რეაბილიტაციაზე 11 მილიონ 500 ათასი ლარი დაიხარჯება. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, თანხა ჯერ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ანგარიშზე გადაირიცხება, შემდეგ კი გელათის რეაბილიტაციის დროებით კომიტეტს გადაეცემა, მაგრამ ზუსტად რისთვისაა საჭირო ეს თანხა, განკარგულებაში მითითებული არ არის.

გელათის რეაბილიტაცია წლებია გრძელდება, უკვე დაიხარჯა მილიონობით ლარი, თუმცა, ტაძარი მომლოცველებისთვის ისევ დაკეტილია, სპეციალისტები მხოლოდ იმას აღიარებენ, რომ უნიკალური ფრესკების დიდი ნაწილის შენარჩუნება უკვე ფიზიკურად შეუძლებელია, ამ ყველაფერზე კი პასუხისმგებლობა არავის აუღია.

გელათის რეაბილიტაციის კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო მუჯირია, რომელიც ჩვენს ზარებს არ პასუხობს. ამ კომიტეტში მისი მოადგილე დავით გარეჯის მონასტერში მოღვაწე მამა კირიონია, რომელსაც კითხვები წერილობით გავუგზავნეთ. მამა კირიონი გვწერს, რომ გელათის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდენციურად ვაშუქებთ, მაგრამ ჩვენს შეკითხვას წერილობით მაინც უპასუხა და თან დაურთო გელათის რეაბილიტაციის კომიტეტის ვებგვერდის ბმულებიც.

"ამ ოდენობით თანხის გამოყოფის შესახებ, ინფორმაცია არ მაქვს. დიახ, კომიტეტმა მთავრობას წარვუდგინეთ გახარჯული თანხების ბუღალტერია და ასევე დავანახეთ განსახორციელებელი სამუშაოები, თავის განფასებით. აქედან გამომდინარე, ვთხოვეთ დაფინანსება და მთავრობა გამოყოფს 4 000 000 ლარს", - წერს მამა კირიონი.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი