ბათუმში მეხის დაცემის შედეგად დაშავებული ახალგაზრდის მდგომარეობა სტაბილურია | ახალი დეტალები

გამოქვეყნდა:

ბათუმში მეხის დაცემის შედეგად დაშავებული ახალგაზრდის მდგომარეობა სტაბილურია, - ამის შესახებ "მთავარ არხს" ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში უთხრეს. 

ექიმის ინფორმაციით, 32 წლის კაცი მეხის დაცემის შედეგად კლინიკაში ელექტროტრავმით შეიყვანეს. მისი თქმით, ამ დროისთვის პაციენტი კონტაქტურია და სტაციონარშია გადაყვანილი.

თავდაპირველად, ბათუმში მეხის ჩამოვარდნისა და ახალგაზრდა კაცის დაშავების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში მეტეოროლოგმა კობა ფარტენაძემ გაავრცელა: ბათუმში ახალგაზრდა კაცს მეხი დაეცა | ის კლინიკაშია გადაყვანილი

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი