დაუსრულებელი რეაბილიტაცია სკოლებში | ახალ სასწავლო წელს სკოლის საკუთარი შენობის გარეშე 22 000-მდე მოსწავლე ხვდება

გამოქვეყნდა:

ათასობით მოსწავლე ახალ სასწავლო წელს საკუთარ სკოლაში ვერ დაიწყებს. განათლების სამინისტრომ ასობით შენობა დაანგრია და გასცა დაპირება, რომ ნაწილს თავიდან ააშენებდა, ნაწილს კი, რეაბილიტაცია ჩაუტარდებოდა. ირკვევა, რომ საჯარო სკოლების მოწყობის პროცესი ფაქტობრივად გაჩერებულია. ამ დრომდე არ არის ცნობილი, როდის შეძლებენ მოსწავლეები საკუთარ სკოლებში, სწავლის ჩვეულ რეჟიმში გაგრძელებას და სრულფასოვანი განათლების მიღებას.

სასწავლო წელს საკუთარი სკოლის შენობების გარეშე 22 000-მდე მოსწავლე ხვდება და ისევ სხვა სკოლებშია შეკედლებული. ათი ათასობით მოსწავლე უკვე რამდენიმე წელია საკუთარი სკოლებიდან გამოიყვანეს და სხვა სკოლებში გადაანაწილეს იმ მიზეზით, რომ შენობების რეაბილიტაცია-მშენებლობა უნდა დაწყებულიყო. ამის გამო, მოსწავლეების უმეტესობას ბოლო წლებში დღის განრიგი შეეცვალა და მეორე ცვლაში უწევთ სწავლის გაგრძელება. სკოლების გადატვირთვის გამო გაკვეთილების ხანგრძლივობაც 30 წუთამდე შემცირდა.

განათლების სამინისტრო არ ასაჯაროებს ინფორმაციას, რამდენი სკოლაა ამ დროისთვის აშენებული ან რეაბილიტირებული და რამდენი სკოლაა ისევ პირვანდელ მდგომარეობაში.

"წარმოუდგენელია, რომ სკოლის მშენებლობა გაგრძელდეს სამ წელზე მეტი მაშინ, როდესაც მაგალითად 16 სართულიანი კორპუსის მშენებლობას სჭირდება ერთი წელი, პირობითად წელიწად-ნახევარი. 4 სართულიანი სკოლის მშენებლობა რატომ უნდა მიმდინარეობდეს 4 წლის განმავლობაში. სისტემა არის ჩამოშლილი. ამილახვარმა ვერ შეძლო სკოლების რეაბილიტაციის პროცესის სწორად წარმართვა, სწორად დაგეგმვა და 12 000 მოსწავლე დატოვა საგანმანათლებლო პროცესის მიღმა", - განაცხადა "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრმა, ბესიკ დონაძემ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი