ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული ლაშა ხეთერელი ხვალ გათავისუფლდება | ერგნეთში შეხვედრა დასრულდა

გამოქვეყნდა:

ოკუპანტების მიერ გასულ წელს უკანონოდ დაკავებული ლაშა ხეთერელი ხვალ, 13 სექტემბერს გათავისუფლდება - ამის შესახებ ამის შესახებ ერგნეთის შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი. 

შეგახსენებთ, რომ სოფელ დისევთან ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე, ლაშა ხეთერელი, 2023 წლის 5 ივლისს უკანონოდ დააკავეს.

 

დღეის მონაცემებით, ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში 10 ადამიანი რჩება.

"10 ადამიანი რჩება უკანონო პატიმრობაში, ბოლო ინციდენტი ეს გახლდათ გოდერძისა და უჩა ჯოხაძეების ინციდენტი. [...] წინა პერიოდშიც ყოფილა ამგვარი პრაქტიკა, რომ უკანონოდ დაკავებულების საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით, როცა არსებობს თუნდაც თეორიული შანსი, რომ ისინი გათავისუფლებულ იქნან უკანონო პატიმრობიდან გარკვეული პერიოდი, რა თქმა უნდა, გონივრულ ფარგლებში, აღებულია, რათა წარიმართოს მოლაპარაკებები. [ბორდერიზაციის შემთხვევებს რატომ მალავდით?] რას ჰქვია ვმალავდით, სუს-ი ამ ხნის განმავლობაში არ დუმდა, ვინაიდან ამ შემთხვევებში პრიორიტეტი ენიჭება პირველ რიგში ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დროულ ინფორმირებას", - თქვა სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ ერგნეთში შეხვედრის დაწყებამდე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი