შუქრუთელები მეორე დღეა თბილისში, პარლამენტთან აქციას მართავენ

გამოქვეყნდა:

შუქრუთელები მეორე დღეა პარლამენტთან აქციას მართავენ. პროტესტმა თბილისში მას შემდეგ გადმოინაცვლა, რაც სოფელში გამართული აქციების მიუხედავად მოთხოვნები არ დაუკმაყოფილეს. შუქრუთელები პროცესში ცენტრალური ხელისუფლების ჩართვას მოითხოვენ. თუმცა მათ ამ დრომდე არავინ გამოხმაურებიათ.

ნაწილი მათგანი უკვე 12 დღეა შიმშილობს, ხუთს კი პირი აქვს ამოკერილი. 

შუქრუთელები წლებია ამბობენ, რომ "ჯორჯიან მანგანეზის" მიერ ჩატარებული სამუშოების შედეგად მათი სახლები დაინგრა, დაზიანდა ნიადაგი, ეზოები და ნაკვეთები. შესაბამისად სოფელი საცხოვრებლად სრულიად გამოუსადეგარი გახდა. 

პარლამენტის წინ შეკრებილები კომპანიის საქმიანობის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ. 

ფოტო: პუბლიკა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი