საქართველოში ბუნებრივი მატება კვლავ მინუსებშია | 2024 წლის 6 თვეში 3 632-ით მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა

გამოქვეყნდა:

საქართველოში 2024 წლის იანვარ-ივნისში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 18 633 ბავშვი შეადგინა. ამავე პერიოდში ქვეყანაში გარდაიცვალა 22 265 ადამიანი. 2024 წლის იანვარი-ივნისის ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლების წინასწარ მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს

2024 წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) -3 632 კაცით განისაზღვრა. ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებელი დაფიქსირდა თბილისსა (478) და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში (621)
 

  • საქართველო 18 633 დაბადება 22 265 გარდაცვალება
  • თბილისი 6 901 დაბადება 6 444 გარდაცვალება  
  • აჭარის არ 2 369დაბადება 1 748 გარდაცვალება
  • გურია 389 დაბადება 713 გარდაცვალება
  • იმერეთი 2 087 დაბადება 3 599 გარდაცვალება
  • კახეთი 1 374 დაბადება 2 002 გარდაცვალება
  • მცხეთა-მთიანეთი 389 დაბადება 652 გარდაცვალება
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი 115 დაბადება 259 გარდაცვალება
  • სამეგრელო და ზემო სვანეთი 1 125 დაბადება 2 219  გარდაცვალება
  • სამცხე-ჯავახეთი 593 დაბადება 879 გარდაცვალება
  • ქვემო ქართლი 2 174 დაბადება 2 217 გარდაცვალება
  • შიდა ქართლი 1 117 დაბადება 1 533  გარდაცვალება

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი