2024 წლის 6 თვეში საქართველოში 9 924 ქორწინება და 6 859 განქორწინება დარეგისტრირდა | რა ვითარებაა რეგიონების მიხედვით

გამოქვეყნდა:

2024 წლის პირველ ექვს თვეში რეგისტრირებულია ქორწინების 9 924 და განქორწინების 6 859 შემთხვევა. ქორწინების, ისევე როგორც განქორწინების ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისსა და იმერეთის რეგიონში დაფიქსირდა.  2024 წლის იანვარი-ივნისის ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლების წინასწარ მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს

  • თბილისი - ქორწინება 2 935, განქორწინება 2 298
  • აჭარის არ -  ქორწინება 1 002, განქორწინება 550
  • გურია - ქორწინება 263, განქორწინება 210
  • იმერეთი - ქორწინება 1522, განქორწინება 1091
  • კახეთი - ქორწინება  786, განქორწინება 471
  • მცხეთა-მთიანეთი - ქორწინება 182, განქორწინება 100
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - ქორწინება 83, განქორწინება 59
  • სამეგრელო და ზემო სვანეთი -  ქორწინება 893, განქორწინება 834
  • სამცხე-ჯავახეთი - ქორწინება 409, განქორწინება 152
  • ქვემო ქართლი - ქორწინება 1 205, განქორწინება 676
  • შიდა ქართლი - ქორწინება 644, განქორწინება 418

მოცემული რიცხვების თანახმად გურიასა და სამეგრელო ზემო სვანეთში ქორწინება-განქორწინების რაოდენობა თითქმის ერთნაირია.

 

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი