მსახიობი ზურაბ ბერიკაშვილი 55 წლის ასაკში გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

მსახიობი ზურაბ ბერიკაშვილი რამდენიმეთვიანი მძიმე ავადმყოფობის შედეგად 55 წლის ასაკში გარდაიცვალა. ზურაბ ბერიკაშვილი გულის უკანა კედლის ინფარქტისგან გამოწვეული მძიმე გართულებებით, რამდენიმე თვე მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

ზურაბ ბერიკაშვილი 1990 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი იყო. მას თეატრსა და კინოში ათეულობით როლი აქვს შესრულებული.

ოჯახის ინფორმაციით, მსახიობის პანაშვიდები 14 და 15 სექტემბერს გაიმართება. მისამართი: თამარაშვილის 19ა.

ზურაბ ბერიკაშვილს 16 სექტემბერს დაკრძალავენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი