ხაშურში კანალიზაცია დაზიანდა | მოსახლეობა დახმარებას ითხოვს, მერი კი ამბობს, რომ "პროვოკაციაა"

გამოქვეყნდა:

მოსახლეობა ხაშურში საპროტესტო აქციას მართავს. ჭალის დასახლებაში, ნათაძის ქუჩაზე ადგილობრივები მოუგვარებელ პრობლემებს აპროტესტებენ. მათ მთავარ გამოწვევად მოშლილი საკანალიზაციო სისტემა წარმოადგენს, რაც ზაფხულში ცხოვრებას განსაკუთრებით გაუსაძლისს ხდის.

უკვე მესამე დღეა მცხოვრებლებს საკუთარ სახლებში და ეზოებში ფეკალური მასები ამოსდით. ადგილობრივების თქმით, მათ უკვე დარეკეს შესაბამის უწყებებში, თუმცა ადგილზე აქამდე არავინ გამოჩენილა. სიტუაციის დამძიმებას ისინი ფხვიერი ქანების მომპოვებელ სამუშაოებს და მძიმე ტექნიკის გადაადგილებას უკავშირებენ. 

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი თენგიზ ჩიტიაშვილი ამბობს, რომ ხაშურში არაფერი არ ხდება და ყველაფერს "მთავარი არხი" იგონებს.

"ზოგადად კანალიზაციის პრობლემები არის ხაშურში და ამიტომ დაიწყო ეს. მგონი ეს ყველასთვის ცნობილია. არანაირი სამუშაო მიტოვებული არ არის. ეს არის ტყუილი. ამ პროექტს აქვს თავისი ვადები და იმ ვადებში დასრულდება, ნუ იმასშვებით, არ გინდათ ეს პროვოკაციები", - უთხრა "მთავარ არხს" თენგიზ ჩიტიაშვილმა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი