სახალხო ზეიმი ათონელზე | პრეზიდენტმა ქართველი ოლიმპიელები და პარალიმპიელები დააჯილდოვა

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრეზიდენტმა ქართველ ოლიმპიელებსა და პარალიმპიელებს უმასპინძლა. მიღება ორბელიანების სასახლესთან გაიმართა. ღონისძიებას ხალხიც ესწრებოდა. პრეზიდენტმა პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის მონაწილეები ღირსების მედლებით დააჯილდოვა.

წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დაჯილდოვდნენ:

  • ლაშა ტალახაძე - სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ძალოსნობაში
  • ლაშა ბექაური - ორგზის ოლიმპიური ჩემპიონო ძიუდოში
  • გიგა ოჩხიკიძე - პარალიმპიური ჩემპიონი პარამძლეოსნობაში (ბირთვის კვრა)
  • გენო პეტრიაშვილი - ოლიმპიური ჩემპიონი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში
  • ლაშა შავდათუაშვილი - სხვადასხვა დროის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, ვერცხლისა და ბრინჯაოს  პრიზიორი ძიუდოში

ბრწყინვალების ორდენი:

  • ტატო გრიგალაშვილი - ოლიმპიური პრიზიორი ძიუდოში
  • ზურაბ ზურაბიანი - პარალიმპიური პრიზიორი პარაძიუდოში
  • გივი მაჭარაშვილი - ოლიმპიური პრიზიორი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში
  • ილია სულამანიძე - ოლიმპიური პრიზიორი ძიუდოში
  • გიორგი ქალდანი - პარალიმპიური პრიზიორი პარაძიუდოში
  • რევაზ ჩიკოიძე - პარალიმპიური პრიზიორი პარაძიუდოში
  • ვლადიმერ ჭინჭარაული - პარალიმპიური პრიზიორი პარასროლაში

ღირსების ორდენი:

  • ლაშა გურული - ოლიმპიური პრიზიორი კრივში
  • ნინო თიბილაშვილი - პარალიმპიური პრიზიორი ეტლით ფარიკაობაში
  • ინა ქალდანი - პარალიმპიური პრიზიორი პარაძიუდოში
  • ანა ჯაფარიძე - პარალიმპიური პრიზიორი პარატაეკვონდოში
  • აკაკი ჯინჭარაძე - პარალიმპიური პრიზიორი პარაწოლჭიმში
  • გურამ თუშიშვილი - 2020 წლის ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიური თამაშების პრიზიორი ძიუდოში, 2024 წლის პარიზის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების წევრი
  • ვაჟა მარგველაშვილი - 2020 წლის ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიური თამაშების პრიზიორი ძიუდოში,  2024 წლის პარიზის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების წევრი
  • ლაშა გუჯეჯიანი - საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი
  • ამბაკო ავალიანი - საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების  მწვრთნელი
  • გურამ მოდებაძე - საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების  მწვრთნელი
  • ლომერ ჟორჟოლიანი - საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელი
  • ლევან ქოჩიევი - საქართველოს პარაძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი
  • ბესიკ რაჯებაშვილი- საქართველოს პარაძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელი
  • გიორგი იანტბელიძე - საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი
  • დავით ხურცია- საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრების  მწვრთნელი
  • გიორგი ასანიძე - საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელი
  • ავთანდილ გახოკიძე - საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრების  მწვრთნელი
  • ბეჟან ჭიჭინავა - საქართველოს მოკრივეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი
  • ილია ტლაშაძე - საქართველოს მოკრივეთა ეროვნული ნაკრების  მწვრთნელი
  • მერაბ ბაზაძე - საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი
  • არჩილ უგულავა - საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელი
  • შოთა გოჩიაშვილი - საქართველოს პარატაეკვონდოისტთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი
  • ალექსანდრე გვასალია - საქართველოს პარატაეკვონდოისტთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელი
  • დავით ილარიანი - საქართველოს პარამძლეოსანთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი
  • ზაზა ხოსმაზარაშვილი - საქართველოს პარამსროლელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი
  • არჩილ ბარამიძე - 2024 წლის პარიზის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონებისა და პრიზიორების პირად მწვრთნელი
  • გია ობოლაძე - 2024 წლის პარიზის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონებისა და პრიზიორების პირადი მწვრთნელი
  • ლევან ქობულაშვილი - 2024 წლის პარიზის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონებისა და პრიზიორების პირადი მწვრთნელი
  • ალექსი ღვინიაშვილი - 2024 წლის პარიზის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონებისა და პრიზიორების პირადი მწვრთნელი
  • კახა წიკლაური - 2024 წლის პარიზის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონებისა და პრიზიორების პირადი მწვრთნელი
  • მირზა ხაბარელი - 2024 წლის პარიზის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონებისა და პრიზიორების პირადი მწვრთნელი
  • ლევან გერლიანი  -  2024 წლის პარიზის ზაფხულის პარალიმპიური თამაშების ჩემპიონისა და პრიზიორების პირადი მწვრთნელი
  • ვიქტორია გოგოლაშვილი - 2024 წლის პარიზის ზაფხულის პარალიმპიური თამაშების ჩემპიონისა და პრიზიორები პირადი მწვრთნელი
  • სპარტაკ გორგაძე- 2024 წლის პარიზის ზაფხულის პარალიმპიური თამაშების ჩემპიონისა და პრიზიორების პირადი მწვრთნელი
  • დავით მანთიძე - 2024 წლის პარიზის ზაფხულის პარალიმპიური თამაშების ჩემპიონისა და პრიზიორების პირადი მწვრთნელი
  • მალხაზ მესხი - 2024 წლის პარიზის ზაფხულის პარალიმპიური თამაშების ჩემპიონისა და პრიზიორების პირადი მწვრთნელი
  • გიორგი წასიძე - 2024 წლის პარიზის ზაფხულის პარალიმპიური თამაშების ჩემპიონისა და პრიზიორების პირადი მწვრთნელი

თამარ მეფის ორდენი:

საქართველოში პარალიმპიური მოძრაობისა და პარასპორტის განვითარებისათვის გაწეული ძალისხმევისათვის ევროპის ჩემპიონსა და ეტლით ფარიკაობაში მსოფლიო თასის მფლობელი, 2024 წლის პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე საქართველოს ნაკრების წევრი, ირმა ხეცურიანი;

ქართული სპორტის ცნობადობის ამაღლებაში შეტანილი წვლილისთვის ევროპისა და მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი და პრიზიორი, ტყვიის სროლაში ოლიმპიური თამაშების ათგზის მონაწილე, ნინო სალუქცაძე.  

2024 წლის ოლიმპიურ და პარალიმპიურ თამაშებში მონაწილეობისა და ქართული სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ღირსების მედლებით დააჯილდოვდნენ:

  • ეთერ ასკილაშვილი - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების წევრი ძიუდოში
  • სანდრო ბაზაძე - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების წევრი ფარიკაობაში
  • ლაშა გობაძე - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების წევრი ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში
  • ვლადიმერ გამყრელიძე - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების წევრი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში
  • ლუბა გოლოვინა - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების წევრი ბატუტზე ხტომაში
  • რამაზ ზოიძე - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების წევრი ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში
  • რობერტ კობლიაშვილი - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების წევრი ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში
  • ეთერ ლიპარტელიანი - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების წევრი ძიუდოში
  • შოთა მიშველიძე - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების წევრი ძალოსნობაში
  • გიორგი ნიკოლაძე - საქართველოს პარალიმპიური ნაკრების წევრი პარატაეკვონდოში
  • ანა ნიჟარაძე - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების წევრი ცურვაში
  • გიორგი სარდალაშვილი - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების წევრი ძიუდოში
  • სოფიო სომხიშვილი - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების წევრი ძიუდოში
  • ნოე ფანცხავა - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების წევრი ცურვაში
  • დავით ქავთარაძე - საქართველოს პარალიმპიური ნაკრების წევრი პარამძლეოსნობაში
  • ლაშა ყიზილაშვილი - საქართველოს პარალიმპიური ნაკრების წევრი პარაძიუდოში
  • გიორგი ყუშიტაშვილი - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების წევრი კრივში
  • ლია ჩაჩიბაია - საქართველოს პარალიმპიური ნაკრების წევრი პარატაეკვონდოში
  • ირაკლი ჩხეიძე - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების წევრი ძალოსნობაში
  • გოდერძი ძებისაშვილი - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების წევრი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში
  • ლიკა ხარჩილავა - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების წევრი მძლეოსნობაში
  • მამუკა ხაბარელი - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი
  • გიორგი ესაკია - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სპორტული დირექტორი
  • ივანე მეკრავიშვილი - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სპორტული დირექტორი
  • რუსუდან აფციაური - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საერთაშორისო ურთიერთობის სამსახურის უფროსი
  • თეონა ომანაძე - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი
  • რატი იონათამიშვილი - საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი
  • შალვა მაისურაძე - საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი
  • გიორგი ოკრიბელაშვილი - საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის  ვიცე-პრეზიდენტი
  • რევაზ რევაზიშვილი - საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანი
  • გიორგი მაისურაძე - საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის სპორტული დირექტორი
  • თინათინ რევაზაშვილი  - საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პარალიმპიადის მისიის ატაშე
  • ნინო მეუნარგია - საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი
  • თინათინ ჯავახიშვილი - საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის დელეგაციის წევრი
  • სოფიო გიორგიძე - საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის დელეგაციის წევრი
  • თეიმურაზ ბახტურიძე - საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პერსონალური ასისტენტი
  • ირაკლი დაუშვილი - საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პარაძიუდოს დამხმარე
  • უშანგი ზაალიშვილი - საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის ეტლით მოფარიკავეთა დამხმარე
  • ბექა ოჩხიკიძე - პარალიმპიური ჩემპიონის პარამძლეოსნობაში (ბირთვის კვრაში) დამხმარე
  • ზურაბ კახაბრიშვილი - საქართველოს პარალიმპიური ნაკრების მთავარი ექიმი
  • ვახტანგ ღოლიჯაშვილი - საქართველოს პარალიმპიური ნაკრების სამედიცინო გუნდის წევრი
  • ავთანდილ ხმიადაშვილი - საქართველოს პარალიმპიური ნაკრების სამედიცინო გუნდის წევრი
  • ფირუზ ტუნაძე - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების სამედიცინო გუნდის ხელმძღვანელი
  • ავთანდილ თელია - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების სამედიცინო გუნდის წევრი
  • გიორგი მგელაძე - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების სამედიცინო გუნდის წევრი
  • თეიმურაზ მგელაძე - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების სამედიცინო გუნდის წევრი
  • ვაჟა ომარაშვილი - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების სამედიცინო გუნდის წევრი
  • რუსლან ღიბრაძე - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების სამედიცინო გუნდის წევრი
  • ლაშა ღონღაძე - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების სამედიცინო გუნდის წევრი
  • გიორგი ჭინჭარაული - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების სამედიცინო გუნდის წევრი

ოლიმპიელებისა და პარალიმპიელების დაჯილდოებას მთავრობამ ბოიკოტი გამოუცხადა. ივანიშვილის გუნდმა გუშინ ცალკე მიღება გამართა პარალიმპიელებისთვის, მანამდე  კი ოლიმპიური ნაკრებისთვის.  

 

იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი