"მთავარი არხის" ჟურნალისტის, თენგო გოგოტიშვილის ოჯახი ლატვიაში ცხოვრობს - მისი ცოლი ლატვიელია. კოვიდეპიდემიის გამო თვეების განმავლობაში ოჯახის ნახვა ვერ მოახერხა და აგვისტოს ბოლოს მათთან ჩასვლა გადაწყვიტა. ლატვიის მიმართულებით მოგზაურობა მარტივი იყო, დახვედრაც მხიარული მოუწყვეს და დღეებიც სასიამოვნოდ გაატარა.
ლატვია საქართველოს მწვანე სიაშია. ისევე, როგორც საქართველო ლატვიისთვისს. ამიტომ აქედან ჩასულს არც კარანტინი სჭირდება და არც თვითიზოლაცია.ლატვიაში პირბადე არ დასჭირვებია არც მუზეუმში, არც ღია და არც დახურულ სივრცეში.
თბილისის აეროპორტში კი როგორც კი პოლიციელთა 5 კორდონს გამოსცდებით, საკარანტინე ავტობუსში აღმოჩნდებით. სხვებთან ერთად, ვინც მწვანე ზონის, ანუ უსაფრთხო ქვეყნიდან ჩამოვიდა და "გააკარანტინეს". ყველა "გაკარანტინებულს" სასტუმროში ხვდება განცხადებები, რა არ შეიძლება, რა არ შეილება საერთოდ და რა არ შეიძლება კატეგორიულად.