ველისციხის გაჭიანურებული რეაბილიტაცია და უკვე გახარჯული 20 მილიონი | 30 მილიონიანი პროექტი, რომელიც 2023 წელს უნდა დასრულებულიყო, ჯერ კიდევ დაუმთავრებელია

გამოქვეყნდა:

აზიის განვითარების ბანკის მიერ 28 მილიონით დაფინანსებული ველისიცხის რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც 2023 წელს უნდა დასრულებულიყო, ჯერ კიდევ დაუმთავრებელია.

ველისციხის ურბანული განვითარება სოფლის ცენტრში 60-მდე სახლის, თეატრის, მოედნისა და პარკის, ქუჩების და სხვა სარეაბილიტაციო სამუშაოებს მოიცავს. უკვე გაიხარჯა 20 მილიონი, თუმცა ამ თანხით მხოლოდ რამდენიმე ცალკეული შენობის რეაბილიტაცია მოხდა. პროექტის შესახებ მონაცემები მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ფლანგვის დეტექტორმა გამოითხოვა.

ველისციხის მთავარ ქუჩაზე მიმდინარე რეაბილიტაციის გამო გადაადგილების პრობლემა ექმნებათ, როგორც ტრანსპორტს ასევე ქვეითებს, ქუჩაში გამოტანილია, როგორც სამშენებლო მასალები, ასევე ნარჩენები. ადგილობრივების თქმით, მათთვის უცნობია რატომ გაჭიანურდა სამუშაოები.  ოპოზიცია შეუსრულებელი სამუშაოების მიზეზად კორუფციას და მუშახელის სიმცირეს ასახელებს.

"მეორედ გადაავადეს, ახლა მესამე ვადა აქვთ, მაგრამ ვხედავთ შენობებს რა მდგომარეობაა, ესენი დამსრულებლები არ არიან, იმიტომ რომ ხელისუფლებას ასრულებენ, 30 მილიონიანი პროექტის საქმეს 10 კაცით ვერ გააკეთებ." -  აცხადებს "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი მიშა ბეჟანიშვილი.

ავტორი: ია გულიაშვილი 

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი