ახალი სასწავლო წელი ძველი პრობლემებით | ათიათასობით ბავშვი წელსაც სხვის სკოლაში ისწავლის

გამოქვეყნდა:

ახალი, 2024 სასწავლო წლის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, 166-ე სკოლის მოსწავლეებს უთხრეს, რომ განათლების მიღება სხვა სკოლის შენობებში მოუწევდათ. წერეთლის გამზირზე მდებარე 166-ე სკოლის შენობის ცენტრალური ფლიგელი ერთი წელი უფუნქციოდ იყო, რადგან ექსპერტიზის დასკვნით ის საგანმანათლებლო პროცესისთვის სახიფათო ნაგებობას წარმოადგენდა.

166-ე სკოლის ისტორია გამონაკლისს არ წარმოადგენს - ათიათასობით მოსწავლე ახალ სასწავლო წელს, ძველ, თან სხვის სკოლაში შეკედლებული დაიწყებს. 

საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტექნიკით აღჭურვის თაობაზე კვლევა „სამოქალაქო ინტეგრაციის ცენტრიმა“ 2024 წლის იანვარში ჩაატარა. მათ საქართველოში არსებული 2086 სკოლიდან 1561 სკოლის მონაცემების შეკრება და დამუშავება შეძლეს. კვლევის თანახამად დადგინდა, რომ საქართველოს სკოლების 59%  სრულ ან ნაწილობრივ რეაბილიტაციას, ახალი სკოლის მშენებლობას ან რემონტს საჭიროებს.

წლობით ვერდასრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით, გასულ წელს საკმაოდ ხმაურიანი აქციები გაიმართა, მაშინ განათლების მინისტრმა აღშფოთებულ მშობლებს მოთმინებისა და გაგებისკენ მოუწოდა.

განათლების სისტემაში არსებულ ოთხ ძირეულ პრობემაზე: განათლების ხარისხზე, ინფრასტრუქტურაზე, სკოლო კვებასა და ჰიგიენა და სკოლის დემოკრატიულად მართვა სასაუბროდ დღეს მოსწავლეთა მშობლებმა პოლიტიკოსებთან შეხვედრა გამართეს.  შეხვედრას მმართველი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები არ დასწრებიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი