
დოესი-ქვახვრელის მონაკვეთზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა მოზაიკა ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.