ხობი-ზუგდიდის გზაზე ავარიას ახალგაზრდა გოგო ემსხვერპლა

გამოქვეყნდა:

ხობი - ზუგდიდის ცენტრალურ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. 

"მთავარი არხის" ინფორმაციით, ავარიის შედეგად "სუბარუს" მარკის ავტომობილი ამოტრიალდა და 25 წლის გოგო ადგილზე გარდაიცვალა. 

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის სავარაუდო მიზეზი სიჩქარის გადაჭარბებაა. 

ამ დროისთვის სხვა დეტალები უცნობია.

ავტორი: ემა გოგოხია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი