სამეგრელოში მანქანა ქვეითს დაეჯახა | ქალი ადგილზე გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

სამეგრელოში, ჯგალი-საჩინოს გადასახვევთან ავარიას 60 წლის ქალი ემსხვერპლა.

ქალი ზებრა გადასასვლელზე გადადიოდა, როცა მას მანქანა დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი  გარემოს დაცვის სამსახურს ეკუთვნის.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, ქვეითად მოსიარულე ადგილზე გარდაიცვალა.

ამ ეტაპზე დამატებითი დეტალები უცნობია.

ავტორი: ემა გოგოხია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი