საქსტატის განცხადებით, საქართველოში საშუალო ხელფასმა 2 004 ლარი შეადგინა | ყველაზე დაბალი საშუალო ხელფასი განათლების დარგშია

გამოქვეყნდა:

საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის II კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.1 %-ით (200.4 ლარით) გაიზარდა და 2 004.9 ლარი შეადგინა.

საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

 

  • ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3 963.0 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 4.3 %-ით);
  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 3 642.3 ლარი (გაიზარდა 14.5 %-ით);
  • მშენებლობა - 2 946.1 ლარი (გაიზარდა 13.7 %-ით);
  • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 872.8 ლარი (გაიზარდა 13.8 %-ით)

ყველაზე დაბალი საშუალო ხელფასი დაფიქსირდა  შემდეგ დარგებში

  • სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა - 1 449 ლარი.
  • წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები - 1 248 ლარი.
  • განათლებ - 1 146 ლარი.

საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით რეგიონებში ლიდერობს ქ. თბილისი და მცხეთამთიანეთი. ყველაზე დაბალი საშუალო ხელფასი კი გურიასა და რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთშია.

2024 წლის II კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8 ლარი (11.7%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი