“გარკვეული შეთანხმებები შედგა... მოლაპარაკებები დასრულდება ხვალ" | ორბელიანების სასახლეში შეხვედრა დასრულდა

გამოქვეყნდა:

“გარკვეული შეთანხმებები შედგა... მოლაპარაკებები დასრულდება ხვალ", - ამის შესახებ ორბელიანების სასახლიდან გამოსულმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან თქვა. მისი ინფორმაციით, ორბელიანების სასახლეში მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დასრულებულია. 

"[მოლაპარაკებები] ჯერ არ დასრულებულა, ძალიან იმედი მქონდა, რომ ეს დღეს დასრულდებოდა, ჯერ არ დასრულდა, დასრულდება ხვალ. გარკვეული შეთანხმებები შედგა, არის რაღაც საკითხები, რომელიც დასასრულებელია. დღეს აქ არ [ვიტყვი]... დარჩენილი იყო ერთი საკითხი, რომელიც ეხება პარიტეტის საკითხს, რომელიც ისე ვერ დალაგდა, თუმცა გამოსავალი ვნახეთ. ეხლა კიდევ არის ცოტა უფრო კონკრეტული საკითხები, რომლებიც ხვალ დღის განმავლობაში, მე იმედი მაქვს, რომ დასრულდება, შეთანხმება იქნება მიღწეული",- განაცხადა გიორგი გახარიამ

"დავიწყებ იმით, რომ ეს პროცესი მიმართული ერთი რამისთვის, რომ საქართველო დაადგეს ევროპის გზას, რომ მოხდეს სრული კონსოლიდაცია პროდასავლური ძალების, ოპოზიციური ძალების. იმისათვის, რომ ქვეყანა მოკლე დროში გავიყვანოთ მშვიდობიან, სტაბილურ, თავისუფალ სამყაროსთან. ამიტომ, მთელი ეს პროცესი დაიწყო ამისთვის. მე ბოდიშს გიხდით, რომ დისკომფორტი გექმნებოდათ. ორი დღე მიმდინარეობს ეს მოლაპარაკება. არ არის მარტივი მოლაპარაკება. პრინციპულად შეიძლება ითქვას, რომ ახლოს ვართ. აქვე მინდა გითხრათ, რომ არავითარ თანამდებობზე, ან სიებზე, ან ასე შემდეგ, არ არის საუბარი, ბევრი ჭორი მოვისმინე. აქ არის ლაპარაკი, როგორ უნდა დავამარცხოთ "ქართული ოცნება". რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ არ დაბრუნდეს ძველი ხელისუფლება და როგორ შევქმნათ ახალი რეალობა, იმისათვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ ძალიან მალე გააკეთოს ის რეფორმები, რომელიც ქარტიით არის განსაზღვრული. რომელიც ჩვენ გვაქვს სამუშაო ადგილების შექმნით, პენსიების, ჩვენი სტუდენტების დასაქმების და, რაც ყველაზე მთავარია, ემიგრაციის შეჩერებით, რომ ქვეყანა გავხადოთ ლიდერი და დავაბრუნოთ ქვეყანა ძალიან სწრაფი განვითარების გზაზე. ამიტომ დღეს მადლობა მინდა გადავუხადო პრეზიდენტს, მადლობა გიორგის რთული, მაგრამ კონსტრუქციული მოლაპარაკებისთვის. მე მინდა გითხრათ, რომ ხვალ გაგრძელდება უკვე სამუშაო მდგომარეობაში, ისევ პრეზიდენტთან. უკვე, თქვენ იცით, რომ დრო არის ძალიან ცოტა. ერთ კვირაში მთავრდება მოსამზადებელი პერიოდი, შესაბამისად ხვალ, იმედია, რომ დავამთავრებთ ყველაფერს", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი