ძლიერი ხანძარი სამტრედიაში | ადგილზე რამდენიმე სახანძრო მუშაობს

გამოქვეყნდა:

სამტრედიაში კოსტავას ქუჩაზე ძლიერი ხანძარია. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ძველ შენობას უკიდია, სადაც ხის საამქრო იყო განთავსებული.

როგორც "მთავარ არხს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე რამდენიმე სახანძრო მუშაობს და მიმდინარეობს ცეცხლის  ქრობის პროცესი. დაშავებულების შესახებ უწყებაში ინფორმაცია არ შესულა.

განახლება: 15:00 საათისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი