ქუთაისში, საცხოვრებელი კორპუსიდან წყლის ავზი გადმოვარდა | დაშავდა ორი ადამიანი

გამოქვეყნდა:

ქუთაისში, მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსიდან წყლის ავზი გადმოვარდა. შემთხვევა ჭავჭავაძის 46 ნომერში მოხდა.

"მთავარს" ადგილზე განუცხადეს, რომ შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულები დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები არიან.

თვითმხილველების თქმით, წყლის ავზის გადმოვარდნის მიზეზი, სავარაუდოდ ძლიერი ქარი გახდა.

"ერთხელაც გადმოვარდა, ახალი წელი მოდიოდა მაშინ, მაგალითი უკვე ჰქონდათ და უნდა ჩამოეღოთ ეს ბაკები. ის რომ ჩამოვარდა, დაიმტვრა კიდევაც... მთლიანი ინერციით არ დაეცა ამ ქალს, თორემ მოკლავდა, [სავსე არ იყო?] არა, სავსე არ გადმოვარდებოდა მაშინ", - ყვება ადგილობრივი.

ადგილზე მივიდა პოლიცია. უცნობია დაიწყება თუ არა გამოძიება. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი