ქუთაისში კორპუსიდან ავზის გადმოვარდნის შედეგად დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

გამოქვეყნდა:

ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე, კორპუსიდან წყლის ავზის გადმოვარდნის შედეგად დაშავებული ორი ადამიანი სხვადასხვა კლინიკაში მოათავსეს. 68 წლის ქალი ქუთაისში, დასავლეთის რეგიონულ ცენტრში იმყოფება.

ექიმის თქმით, პაციენტს მსუბუქი მოტეხილობები აღენიშნება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

"112-ის მიერ შემოყვანილი იქნა 68 წლის ქალბატონი, რომელსაც აღენიშნებოდა თავის ტკივილი და ასევე ტკივილი გულმკერდის არეში. 112-ის გადმოცემით პაციენტს ჰქონდა ტრავმული დაზიანება, როგორც აღნიშნეს, მას ავზი დაეცა. პაციენტს ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია, ის უკვე კონტაქტურია, აღენიშნება მსუბუქი მოტეხილობები, რომელსაც ოპერაციული ჩარევა არ სჭირდება. პაციენტი ქირურგიულ განყოფილებაში მკურნალობისა და შემდგომი დაკვირვების მიზნით განთავსდება", – განაცხადა გადაუდებელი დეპარტამენტის მორიგე ექიმმა, კობა აბულაძემ.

არსებული ინფორმაციით, კლინიკაში მოთავსებული მეორე დაშავებულის მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი