უმუშევრობა და მძიმე სოციალური ფონი | ქუთაისი მოსახლეობისგან იცლება

გამოქვეყნდა:

სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, ქუთაისს წლიდან წლამდე უფრო და უფრო მეტი ადამიანი ტოვებს. ბოლო 12 წლის განმავლობაში მოსახლეობა თითქმის 30 000-ით შემცირდა. 

ყოფილი საპარლამენტო ქალაქის დატოვების მიზეზი სხვადასხვაა, თუმცა, ძირითად შემთხვევაში, ის სოციალურ პრობლემებს უკავშირდება. ადგილობრივები გვიყვებიან, რომ ქალაქში განვითარების შესაძლებლობას ვეღარ ხედავენ, ამიტომ იძულებულები არიან ქუთაისი დატოვონ.

2012 წელს ქუთაისში 153 700 ადამიანი ცხოვრობდა, 2024 წელს კი 125 600 ადამიანი დარჩა. ეს თითქმის იმდენია, რამდენიც ხონის ან ზესტაფონის მოსახლეობა. ქუთაისმა მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, საქართველოს მასშტაბით, მეორიდან მეოთხე ადგილას გადაინაცვლა. 

ოპოზიცია ამას "ოცნების" პოლიტიკას უკავშირებს. თვლიან, რომ საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსის მოშლის შემდეგ მმართველმა პარტიამ მოახერხა და ქუთაისი უფუნქციო ქალაქად აქცია, საიდანაც ადამიანები გარბიან.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი