საქართველოს წყლებში ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე, ინდოეთის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი დავაკავეთ | შსს

გამოქვეყნდა:

სასაზღვრო პოლიციის ცნობით, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე, ინდოეთის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი "NAV DURGA" დააკავეს.

გემის კაპიტანს ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმა - 50 000 ლარი. ჯარიმის გადახდის შემდეგ, გემს თავისუფალი ნაოსნობის უფლება მიეცა.

"გემის კაპიტნის მიმართ, რომელიც ინდოეთის მოქალაქეა, სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა საქმისწარმოება ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე დაიწყეს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 114-ე 1-ლი პრიმა მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის "თ" ქვეპუნქტით", - წერს უწყება.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი