მედიისთვის საჯარო ინფორმაციის გაცემა სამთავრობო უწყებების მხრიდან, გაუარესებულია | კვლევა

გამოქვეყნდა:

სამთავრობო უწყებებისა და ადმინისტრაციული ორგანოების მიერ, საჯარო ინფორმაციის გაცემა მედიისთვის გაუარესებულია. უწყებების უმრავლესობა  არ რეაგირებენ, ან არღვევენ კანონით დადგენილ ვადებს და არ პასუხობენ  მედიის მოთხოვნას -  კვლევა ამის შესახებ  "მედიის ინფორმაციისა და სოციალური კვლევების ცენტრმა" ჩაატარა. 

დგინდება, რომ: 

  • სამართლებრივი ვალდებულების მიუხედავად ცენტრალური და ადგილობრივი ადმინისტრაციული ორგანოები საჯარო ინფორმაციის წერილების 41% არ პასუხობენ საერთოდ, ან კანონით დადგენილ ვადების დარღვევით პასუხობენ - 18%.
  • მთლიანობაში, ცენტრალურ და ადგილობრივ უწყებები შესულ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნათა მხოლოდ 26%-ს გაეცემა სრულყოფილი პასუხი.
  • ცენტრალური უწყებები ნახევარზე მეტ შემთხვევაში (53%) არ პასუხობენ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნებს. ამასთანავე, წერილების 11%-ზე პასუხს ვადის გადაცილებით სცემენ.
  • ცენტრალური უწყებები იშვიათად გასცემენ სრულყოფილ პასუხებს, - 19%.
  • ადგილობრივი უწყებები უპასუხოდ ტოვებენ მოთხოვნათა 38%-ს, ხოლო ვადაგადაცილებით სცემენ პასუხს 20%-ს.
  • ადგილობრივი უწყებების მიერ მიღებული წერილებიდან სრულყოფილად გაეცა პასუხი მხოლოდ 28%-ს.
  • საჯარო უწყებებში გაგზავნილი საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის წერილების თემატიკა ძირითადად სოციალური დასაქმების პროგრამას უკავშირდებოდა (22%), საიდანაც 55% უპასუხოდ დარჩა, მიღებული პასუხების თითქმის ნახევარი - 49% ვადის დარღვევით დაბრუნდა. 
  • სრულყოფილი პასუხი დაბრუნდა მხოლოდ 12%-ზე, ნაწილობრივი 10%-ზე. 
  • მეორე თემა, რომელიც დომინირებდა - მუნიციპალური ბიუჯეტის ხარჯვას ეხებოდა, საერთო მონაცემების 20%-ია, უპასუხოდ დარჩა მოთხოვნათა ერთი მეოთხედი- 25%. 
  • მიღებული პასუხებიდან 31% ვადის დარღვევით დაბრუნდა.
  • სრულყოფილი პასუხი მოვიდა 24%-ზე.

მედიის ინფორმაციისა და სოციალური კვლევების ცენტრმა” პროექტის „მედიის თავისუფლების და მოქალაქეთა მონაწილეობის მხარდაჭერა საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გზით“ ფარგლებში 2023 წლის 1 სექტემბრიდან 2024 წლის აგვისტოს ჩათვლით სამთავრობო უწყებების და ადმინისტრაციული ორგანოების მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემის მონიტორინგი ჩაატარა. 
 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი