რუსული „როსატომი“ საქართველოში მცირე ჰესების მშენებლობას გეგმავს

გამოქვეყნდა:

რუსული „როსატომი“ საქართველოში მცირე ჰესების მშენებლობას გეგმავს. ატომური ენერგიის კორპორაცია   არის რუსეთის სახელმწიფო ჰოლდინგი. სწორედ "როსატომის" სანქცირების აქტს განიხილავს ამჟამად 
აშშ-ის კონგრესი. მიღების შემთხვევაში, კანონპროექტი ითვალისწინებს მეორადი სანქციების დაწესებას უცხოელების მიმართაც, რომლებიც კომპანიასთან მუშაობენ.

ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის გეგმებთან დაკავშირებით გამოცემა "ტასს" ინტერვიუ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა მისცა. მისი თქმით, დიდი ჰესის მშენებლობის შესახებ ხელშეკრულება უკვე გააფორმეს ყაზახეთში, საქართველოსა და სომხეთში კი ისინი მცირე, 10 მეგავატამდე სიმძლავრის ჰესების აშენებას გეგმავენ. 

ოპოზიციის წარმომადგენლები და ეკონომიკის ექსპერტები ამბობენ, რომ მსგავსი პროექტების შედეგად მხოლოდ ოლიგარქი ივანიშვილი მდიდრდება, ქვეყანას კი ზიანი ადგება.

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი