მოტყუებული გლეხები და ყურძნის ფასი, რომელიც ბოლო 12 წლის დაპირების მიუხედავად არ იცვლება.
პრემიერმინისტრი კახელებმა კიდევ ერთ სიცრუეში ამხილეს - მთავრობის მეთაურმა დღეს თელავიდან დააანონსა, რომ წელს გლეხები ყურძნის მოსავლისგან რეკორდულად მაღალ შემოსავალს მიიღებენ. არადა, რეალობა სრულიად განსხვავებულია, ყურძნის ფასი არ იზრდება, მაღალი ინფლაციის ფონზე კი ყურძნის მოვლაზე გაწეული ხარჯები ყოველდღიურად იმატებს.
სამაგიეროდ შემოსავალი გაეზარდათ "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული პირებს, რომელთა საწარმოები ბიუჯეტის ფულით ყოველწლიურად სოლიდური თანხით ფინანსდებიან.