თბილისში დღეს ელექტროენერგიის მიწოდება 4 რაიონს შეუწყდება - ინფორმაციას და ქუჩების ჩამონათვალს კომპანია "თელასი" ავრცელებს:
ვაკის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბაგების დასახლების (ნაწილობრივ), ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის (ნაწილობრივ), წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), იმედაძის, უჩანეიშვილის, ფალიაშვილის, რამიშვილის, აბაშიძის, არაყიშვილის, ყიფშიძის, მიქელაძის და გაბაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბაგების დასახლების (ნაწილობრივ), ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის (ნაწილობრივ), წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), იმედაძის, უჩანეიშვილის, ფალიაშვილის, რამიშვილის, აბაშიძის, არაყიშვილის, ყიფშიძის, მიქელაძის და გაბაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
მთაწმინდის და კრწანისის რაიონები
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა შინდისის და დაბა წავკისის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამხედრო გზატკეცილის, სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის დიდი დიღომი III, IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), მეფე არჩილის, დემეტრე თავდადებულის, პეტრე იბერის, პეტრიწის და მეფე მირიანის ქუჩების მოსახლეობას.