შანო | ვინ არის ბიჭი, რომელიც "ოცნებამ" სამაგალითოდ დასაჯა, პრეზიდენტმა კი შეიწყალა?

გამოქვეყნდა:

გიორგი შანიძე - ბიჭი, რომელიც ქართულმა ოცნებამ სამაგალითოდ დასაჯა საქართველოს პრეზიდენტმა თხოვნიდან მეორე დღესვე შეიწყალა. მისი პატიმრობა წუხელ დასრულდა.

შეწყალების შესახებ თხოვნით გიორგის მშობლებმა პრეზიდენტს გუშინწინ მიმართეს. იმედი ჰქონდათ, მაგრამ შვილის ასეთ მოკლე დროში გათავისუფლებას არ ელოდნენ. გიორგი შანიძემ გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულება ისე დატოვა, რომ მისმა ოჯახმა ადგილზე მისვლა ვერ მოასწრო.

სანამ დიდი სიხარული იქნებოდა, მანამდე ხუთი დღით ადრე იყო ბოლო სასამართლო პროცესი და განაჩენი - 4 წლიანი პატიმრობა ბიჭს, რომელმაც ანტირუსულ აქციაზე სათვალთვალო კამერა დააზიანა.

გიორგის მშობლებმა ზუსტად იციან, რომ ეს განაჩენი მათ შვილს არა დაზიანებული სათვალთვალო კამერის, არამედ მისი წარსულის გამო გამოუტანეს.

შანო, ასე ეძახიან გიორგის მეგობრები, რომლებთან ერთადაც ყველა საპროტესტო აქციაში მონაწილეობს, რისთვისაც როგორც წესი ისჯება, ამის მიუხედავად მშობლებს მისთვის ხელი არასდროს შეუშლიათ, არც მაშინ, როცა გიორგი უკრაინის ომში რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად წავიდა.

"დაბრუნება კუნძულ ზმეინიზე" - ასე ჰქვია ვიდეოს, რომელიც გიორგიმ გადაიღო და თავადვე დაამონტაჟა. ეს არის მტკიცებულება, რომ რუსეთ-უკრაინის ომის ამ ერთ-ერთ ყველაზე პრინციპულ და მნიშვნელოვან ოპერაციაში სწორედ ქართველები მონაწილეობდნენ.

ამ სპეცოპერაციის შესახებ გიორგი შანიძეს აქამდე არასდროს უსაუბრია, მიუხედავად იმისა, რომ მასთან ამ თემაზე ინტერვიუს ჩაწერა ჩვენც რამდენჯერმე ვცადეთ.

გიორგი შანიძე 35 წლის საპატიმროში გახდა. 

სამჯერ დააპატიმრეს - სამივეჯერ პროტესტის გამო. 

ავტორი: ნინო ჟიჟიაშვილი

პროტესტი თბილისის ქუჩებში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი