მხოლოდ კრიტიკული მედია არხების, ოპოზიციონერებისა და დასავლეთის კრიტიკა - ანუ როგორ მუშაობს "ოცნების" კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის “მედიაკრიტიკა”.
“მითების დეტექტორმა” ამ პლატფორმის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული 139 სტატია გაანალიზა, საიდანაც ღიად ჩანს, რომ "მედიაკრიტიკა" ყველაზე მეტ დროს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად მედიებს უთმობს. მეორეს მხრივ კი იცავენ და ამართლებენ ოლიგარქის პარტიის პოზიციას.
ცდილობენ აქცენტი დასავლური მედიაში არსებულ გამოწვევებზე გააკეთონ და წარმოაჩინონ ისე, რომ თითქოს საქართველოში მედია სახელისუფლებო გავლენებისგან თავისუფალია და პრობლემები მხოლოდ ევროპულ ქვეყნებს აქვთ.