წვიმა და ელჭექი - როგორი ამინდი იქნება 22 სექტემბერს საქართველოში

გამოქვეყნდა:

22 სექტემბერს, კვირას საქართველოში ღრუბლიანობის მომატება და ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. meteo.gov.ge-ის ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი. ღამით ზოგიერთ, დღის მეორე ნახევრიდან უმეტეს რაიონში  ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში დღისით +24, +29°; მთაში დღისით  +20, +25°; მაღალმთაში დღისით +15, +20°.

აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგიერთ, დღისით უმეტეს რაიონში  ხანმოკლე წვიმა. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში დღისით +19, +24°; მთაში დღისით +15, +20°; მაღალმთაში დღისით +12, +17°.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი