"ოცნების" მსხვილი შემომწირველი და რუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენი თბილისის ძველ უბანში მულტიფუნქციურ შენობას აშენებს

გამოქვეყნდა:

ბიზნესმენი, რომელიც "ოცნების" საარჩევნო ყულაბას დიდი ოდენობით თანხით ავსებს, თბილისის ძველ უბანში მულტიფუნქციურ შენობას აშენებს. მშენებლობის ნებართვა 2023 წლის ბოლოს არის მიღებული, 27 აგვისტოს კი არქიტექტურის სამსახურში მშენებლობის პროექტი შეიტანეს, რომელიც განხილვის პროცესშია

მულტიფუნქციურ შენობის აშენება ფიროსმანის ქუჩა #36-ში-ია დაგეგმილი.  მშენებლობის დამკვეთი შპს "კატევე დეველოპმენტია".  რომლის დირექტორი ირაკლი ბოჭორიძე. 100% წილის მფლობელი კი შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობაა".

რაც შეეხება შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობას" მისი დირექტორი და 100%-ის მფლობელი ზურაბ ჩხაიძეა - ოცნების მსხვილი შემომწირველი (540 000 ლარი), რუსული კანონის მხარდამჭერი, რუსეთში ღვინის ერთერთი მსხვილი ექსპორტიორი.

გარდა შემოწირულობისა  ზურაბ ჩხაიძეს ბიძინა ივანიშვილთან ახლობლობაც აკავშირებს, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ინფორმაციით, მისი მეუღლე ია მაქაცარია-ჩხეიძე ბიძინა ივანიშვილის მეუღლის ეკატერინე ხვედელიძის მეგობარია. ია მაქაცარია-ჩხაიძე 2017-2022 წლებში ა(ა)იპ სოლიდარობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი იყო, ხოლო 2014-2017 წლებში ქალაქ თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი.

ზურაბ ჩხაიძის შემოწირულობასთან შედარებით, მცირე თანხით თვითონ შპს "კატევე დეველოპმენტის" დირექტორსაც აქვს შევსებული ქართული ოცნების ყულაბა.  ირაკლი ბოჭორიძეს "ქართული ოცნებისთვის" 20 000 ლარი აქვს შეწირული. 

ავტორი: ნინო ზედგენიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი