48 წლის კაცი, რომელსაც გურიაში, სოფელ ნატანებში, თითქმის 2 თვის განმავლობაში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას Guria Tv ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ცხედარი მეზობელმა ტყეში წაბლის შეგროვების დროს იპოვა.
სავარაუდოდ, მას გარეული მხეცების კვალი ატყვია. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადაყვანილი.
გამოცემის ცნობით, მამაკაცს, რომელსაც შშმ პირის სტატუსი ჰქონდა, ოჯახი და ახლობლები აგვისტოს დასაწყისიდან ეძებდნენ. საქმეში ჩართული იყო, როგორც სამართალდამცველი უწყება, ასევე სამაშველო სამსახური.